კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს | რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის [რუსული კანონი] მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. მინისტრის კომენტარის თარგმანს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგთან. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველო ხალხის ევროპულ მისწრაფებას", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ოცნებამ" რუსული კანონი მიიღო.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი