შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილტსტრომი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ რუსული კანონი მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. მისი კომენტარის თარგმანს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არაა ამ კანონის მომხრე და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საზოგადოების მხარეს უნდა დადგნენ.
"შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აგენტების იარლიყს აკრავენ. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის რეალურად მოდელია. მიუღებელი იქნება თუ მიიღებენ. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან როგორც საბჭოდან, ასევე კომისიიდან, რომ თუკი კანონს მიიღებენ, ეს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს", - ამბობს ის.