აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს | ჰარისის წერილი ზურაბიშვილს და წყობიდან გამოსული "ოცნების" წევრები

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კვლავ ქართველი ერის გვერდით დგას - ასეთია თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტი დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული მომავლითვის ბრძოლაში ქართველ ხალხს და საქართველო პრეზიდენტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციის პირველი პირების დონეზე გაჟღერებამ "ქართული ოცნება" ისევ წყობიდან გამოიყვანა.

სანქციების მოლოდინში ოლიგაქრის ხელისუფლების წევრები უკიდურესად აგრესიული განცხადებებით დაესხნენ თავს ქვეყნის მოკავშირეებს. ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ დარჩენილი საზოგადოებისთვის კი შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა გადამწყვეტ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი