ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო! - კოვიდინფიცირებული თაკო ჩარკვიანი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებულმა თაკო ჩარკვიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა
გაავრცელა. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ინფექცია "ჯოჯოხეთურია". მისივე თქმით, ახლა მხოლოდ კოვიდინფიცირებულ დედაზე დარდობს. 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩარკვიანი ამბობს, რომ სუსტადაა და საუბარი არ სიამოვნებს.

უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. არ მსიამოვნებს საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან... დანარჩენი, როგორც იტყვიან, ღვთის ნებაა. არაფერზე ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ მის ასაკთან შედარებით ჯერჯერობით გართულება არ ჩანს. ვნახოთ, ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო. არავითარი "არ არ არსებობს", ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ. მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულს, - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდგინდა. პოლიტიკოსოს დედას კი ინფექცია 13 სექტემბერს დაუდასტურდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფებოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. 12 სექტემბერს მისი კოვიდ ტესტი უარყოფითი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი