
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაშია. ინფორმაცია ვაშაძემ საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
პოლიტიკოსის განმარტებით, ვინაიდან მის თანაგუნდელ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მან თავადაც ჩაიტარა PCR ტესტირება და ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო:
1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, - წერს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს და საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, 908 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.