მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება

გამოქვეყნდა:

დღეს, 28 მაისს, "ქართული ოცნება" აპირებს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. პარლამენტში პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება. ამ ფონზე მოქმედი მოსამართლეები სოციალურ ქსელში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებენ, რომელშიც ნათქვამია: 

"კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

ამ შინაარსის "სთორები" სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს მოსამართლეებმა - თამარ ხაჟომია (თბილისის საქალაქო სასამართლო) ეკა არეშიძე (თბილისის საქალაქო სასამართლო); მადონა
მაისურაძე (რუსთავის საქალაქო სასამართლო); ლევან დარბაიძე (გორის რაიონული სასამართლო); ქეთევან მესხიშვილი (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ნინო ბაქაქური ( უზენაესი სასამართლოს წევრი).

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი