ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ წერს, რომ რუსული კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისი თქმით, კანონის ამოქმედება საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე გავლენა ექნება.
"კანონი უცხოური გავლენის შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების ტესტი იქნება," - წერს ბორელი X-ზე.
ასევე ნახეთ: