რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე ეხმაურება და წერს, რომ ეს არის სევდიანი დღე, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზას აშორებს:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე კანონის მიღების შესახებ, რომელიც ქვეყანას გადაახვევინებს EU-ში ინტეგრაციის გზიდან.
გასულ წელს EU-მა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და აშკარად მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღე," - წერს ბრაჟე.