კანონი შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს EU-ს, რომლის კანდიდატიც საქართველოა | საფრანგეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება "ქართული ოცნების" მიერ ვეტოს დაძლევას და რუსული კანონის მიღებას. დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ კანონი შეუთავსებელია "იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს, რომლის კანდიდატიც საქართველოა".

"საფრანგეთი სინანულს გამოხატავს "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებაზე გადაწყვეტილების გამო, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა ევროკავშირთან. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შეუცვლელ როლს დემოკრატიაში. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ევროპულ გზას", - წერს სოციალურ ქსელში ელჩი, შერაზ გასრი და საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას აზიარებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი