"ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია", - NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა "პირველი არხის" ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: "ვაშინგტონის სამიტზე თუ ელოდებით საქართველოს და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე?"
"უპირველეს ყოვლისა, მე ჯერ ვერ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი პარტნიორების სამიტში მონაწილეობის თაობაზე. ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს ძლიერი სურვილი, რათა მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი, ასე თუ ისე, იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის სამიტზე. ასე რომ, დაელოდეთ ახალ ამბებს, ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა წინადადებას, იმედია, უახლოეს დღეებსა და კვირებში მეტი გვექნება სათქმელი," - განაცხადა სმიტმა.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.