სად წავა პუტინი და როდის - ინტერვიუ ლილია შევცოვასთან

გამოქვეყნდა:

რა გამოწვევების წინაშე დგას პუტინი და როდის მოუწევს მას მმართველობის დათმობა. ამ თემებზე "მთავარ არხთან" რუსი ანალიტიკოსი და კრემლინოლოგი ლილია შევცოვა საუბრობს. 

შევცოვა თვლის, რომ რუსეთი ვერ იქნება „ დიდი ძალა“ თუ მისი ეკონომიკა კლებაში იქნება. 

"პუტინმა ვერ მოძებნა ბალანსი დაემარცხებინა პანდემია ისე, რომ შეენარჩუნებინა ეკონომიკა. მან არჩია ეკონომიკის დიდი ნაწილების შენარჩუნები, მაგრამ არა მცირე ბიზნესების. ჯერჯერობით პუტინის მთავარი გაოწვევა კორონაა, შემდეგ ეკონომიკური სტაგნაცია და ის აგრესია რომელიც მისი მისამრთით არსებობს, როცა მისი რეიტინგი დაბლა ეცემა.... და ხაბაროვსკი - რომელიც მისი ამომრჩეველი იყო, ახლა მის წინააღმდეგაა." - ამბობს ლილია შევცოვა. 

 

საერთაშორისო ასპარსზე ადგილის შესანარჩუნებლად და დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის გამო, რუსეთი რბილად იქცევა - ასე ფიქრობს ანალიტიკოსი და აქვე ამატებს, რომ სანამ სიახლე არ იქნება რუსეთში ან არ გამოჩნდება ახალი ლიდერი, იქამდე ცვლილებას რუსეთში ადგილი ვერ ექნება.

"აქ მთავარი კითხვაა, როდის და როგორ წავა პუტინი და რის ფასად - სხვა შემთხვევაში რასაკვირველია, თავისით თუ არ წავა - ბიოლოგია არსებობს. პუტინმა უკვე ისიც აღარ იცის, როგორ წავიდეს, ამიტომ მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ აქვს მას - როდის წავა -  როგორ წავა და სად წავა ? იქამდე კი , რაღაც ახალი უნდა გაჩნდეს, ვინმე უნდა გამოჩნდეს. ამიტომ ვართ აქ, რუსეთში ასე ‘გაჭედილები“ - შემცვლელი არ არსებობს ამ წუთას. ჩემი მეგობრები ამბობენ, რუსეთი არის ტიტანიკი, რომელიც თავის აისბერგს შეჰყურებს, მე იმედი მაქვს, ისინი ცდებიან, და ჩვენ ვიქნებით ის ტიტანიკი, რომელიც გვერდს აუვლის აისბერგს." - ამბობს შევცოვა. 

ინტერვიუში შევცოვამ რუს ოპოზიციონერ ლიდერ, ნოვიჩოკით მოწამლულ ალექსეი ნავალნიზეც ისაუბრა. თვლის, რომ რუსეთი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს კარგავს ნავალნის მოწამვლით.

"ნავალნი იქცა არა მხოლოდ მამაც ფიგურად და ოპოზიოციონერად, ის თავად გახდა ინსტიტუცია ახალ რუსულ პოლიტიკაში. მან შემქნა ყველაზე აქტიური კავშირი, რომელიც ვერც ერთმა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ მოახერხა. ჩვენ ამ წუტას ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს ვკარგავთ პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკა მკვდარია, ნავალნის მოწამვლა კი დამატებით სრულიად უსუსურს ხდის დანარჩენ ოპოზიციას.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოწამლეს ზუსტად სექმეტებრის არჩევნებამდე, როცა აქ ნამდვილი ცუნამი შეიძლება დატრიალდეს, როცა ხაბაროვსკშიცი აქციებია, როცა ბელარუსში ის ხდება - რაც ხდება, ეს ძალიან ნიშანდობლივი სიმპტომია რუსული რეალობისთვის, რეჟმისთვის." - ამბობს ლილია შევცოვა.

რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, იმაზე როგორ გაუმკავლდა კორონავიურსს ქვეყანა და რა იქნება მომავალში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ლილია შევცოვამ სტატიაც გამოაქვეყნა - "კორონავირუსი რუსეთში: გავლენა საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე" .

სტატია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში, გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. ეს სტატია იმ პუბლიკაციებს შორისაა, რომლებიც კოვიდის პერიოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზეა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი