ევროპის ლიდერი ქვეყნების კონკრეტული გზავნილი, რომელსაც "ქართული ოცნება" კვლავ აგრესიით პასუხობს. საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ავრცელებენ განცხადებებს, რომლებშიც უკიდურესად მძიმე დიპლომატიური ფორმით აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას. ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებები პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უმძიმესი ფორმით აზიანებს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. უფრო მეტიც - გერმანიის ელჩმა საქართველოში დაუფარავად თქვა, რომ ამ კანონის მოქმედების პირობებში მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის წევრობაზე წარმოუდგენელია. კიდევ უფრო გააღიზიანა საქართველოს ხელსუფლება ლიეტუვის საგარეო უწყების ნაბიჯმა, სადაც ქართველი ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.