
მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა და 29 107 971-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 6,6 მილიონი ინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ინდონეთია, სადაც კოვიდ 19 4,8 მილიონ ადამიანს აქვს, მესამე ადგილზე კი ბრაზილიაა 4,3 მილიონი ინფიცირებულით.
ამ დროისთვის, ინფიცირებულია 7 234 031 პირი, საიდანაც 60 906 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო გამოჯანმრთელდა 20 947 030 ადამიანი. გარდაიცვალა 926 910 პაციენტი.
ცნობისთვის, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთში, 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში კი უკვე 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: