"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
როგორც კუკავამ "მთავართან" თქვა, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ვაკელია და ბაგებში ცხოვრობს. მისივე თქმით, კონკურენტად განიხილავს ყველა კანდიდატს, არჩევნების მოგებას კი საარჩევნო კამპანიის დახმარებით აპირებს.
დღეისათვის, ვაკის რაიონში მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებენ:
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.