აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ტრამპის შესახებ მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება და ამბობს, რომ ტრამპს ყველანაირი შესაძლებლობა მიეცა თავის დასაცავად, ნაფიცი მსაჯულები კი ხუთი კვირის განმავლობაში ისმენდნენ მტკიცებულებებს, რის შემდეგაც განაჩენი ერთსულოვნად გამოიტანეს და 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
"ყველას მსგავსად, ტრამპსაც აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს განაჩენი. ასე მუშაობს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემა....ჩვენმა მართლმსაჯულების სისტემამ თითქმის 250 წელს გაუძლო", - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება გაყალბებულია არის უპასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ გაჩუმების საქმეზე დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
იხილეთ ასევე: