პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, ხელი მოაწერა რუსულ კანონს. ეს ხდება ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროტესტის ფონზე. 

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ექნება ვალდებულება შეიმუშაოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, ვალდებულება ექნებათ დარეგისტრირდნენ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები.

პარლამენტში გაკეთებული განცხადების დროს მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიცია და თქვა, რომ მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. 

"დღეს ხელი მოვაწერე კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის გამტკიცებაა", - თქვა პაპუაშვილმა.

რა ხდება:

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობა ისევ გადათქვა და "რუსულ კანონი," ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა," ნაცვლად "უცხოური გავლენის აგენტისა." 

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, არ გადეხვია ქვეყნის ევროპული გზიდან და არ მიეღო კანონი. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქცია დაშალეს სპეციალური საშუალებების - წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი - გამოყენებით. პოლიციამ არერთ აქციის მონაწილეზე იძალადა, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს როგორ სცემენ ნიღბიანი პირები დაკავებულებს. ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი პასუხისგებაში მიცემული არაა.

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა 28 მაისს პარლამენტმა ის დაძლია. აღნიშნუულს იმავე საღამოს მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და ამერიკის მხრიდან. იხილეთ: 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი