"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში" | მიშელი

გამოქვეყნდა:

"კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას... საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა და რუსულ კანონზე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. 

"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო დგამს შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. 

პარლამენტში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკანგადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას.

ქართველმა ხალხმა აშკარად აირჩია მომავალი EU-ში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. 

ამ მიზეზით, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში," - წერს მიშელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი