"ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა X-ზე დაწერა და "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
"ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება.
მაგრამ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.