ოხანაშვილის კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეების შესარჩევ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოები არ შეიყვანა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს 3 მოსამართლის შესარჩევად შესაბამის პროცედურებს იწყებს. კომიტეტმა უკვე დაამტკიცა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შეიყვანა. შესაბამისად, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ უზენაესი ინსტანციის მოსამართლეების შერჩევას ივანიშვილის პარტია ისევ კლანური კუთვნილებისა და პოლიტიკური მორჩილების პრინციპით აპირებს. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები აქამდეც არასდროს ყოფილან ჩართული. შეკითხვაზე, მოთხოვნის შემთხვევაში, როგორი პოზიცია ექნებათ, ოხანაშვილი ამბობს - "მათი მოთხოვნები არ არის რელევანტური ჩვენთვის".

კანდიდატების მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ პარასკევიდან დაიწყება. მათ დასამტკიცებლად კი მინიმუმ 76 ხმაა საჭირო, შესაბამისად, ოცნებას არ გაუჭირდება საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დაამტკიცოს მოსამართლეები.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი