"ცესკოს" ქცევის კოდექსს ოპოზიცია "ოცნებისაგან" დამოუკიდებლად მოაწერს ხელს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ცესკოს მიერ წინასაარჩევნოდ შემუშავებულ პოლიტიკურ ქცევის კოდექსს "ოცნებისაგან" დამოუკიდებლად მოაწერენ ხელს. 

ოპოზიციის ლიდერები შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ლეიბორისტული პარტიის ოფისში მივიდნენ. მათი თქმით, "ქართული ოცნება" გამოირჩევა პირობების დარღვევით და, ამჯერადაც, პოლიტიკური ქცევის ნორმებზე მმართველ გუნდთან შეთანხმება უშედეგო იქნება. 

პოლიტიკური ქცევის კოდექსი პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავეთ. ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენ მხოლოდ დემოკრატიული თამაშის წესებით ვიხელმძღვანელებთ საარჩევნოდ. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ის ყველა შეთანხმებას არღვევს. ოპოზიციის წარმომადგენლები კი, ერთობლივი ძალისხმევით, არ მივცემთ შესაძლებლობას "ოცნებას", არჩევნები მოიპაროს - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიების ქცევის კოდექსი 12 სექტემბერს გაასაჯაროვა. 

კოდექსის მიხედვით, პარტიები აღიარებენ სამართლიანობის პრინციპების დაცვის, დემოკრატიული დიალოგისა და ერთმანეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი