ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ერთ დღეს, ერთი და იგივე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზეა დაბარებული:

"ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში" წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე სასამართლოში ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე იბარებენ.

ერთ-ერთი საქმე პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ჩელე ყურუას  ჩეხეთში ვიზიტს ეხება, რომელიც 2023 წელს შედგა. როგორც ჩანს, ხელისუფლება სადავოს ხდის ამ ვიზიტის დაფინანსების წყაროებს.

მეორე საქმე კი ამავე პარტიის წევრის, ანა ჩიქოვანის ვიზიტს უკავშირდება, რომელიც ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენლობის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ბულგარეთში, სოფიაში იმყოფებოდა.

ყველა ვიზიტი ფონდების მიერ იყო დაფინანსებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი