საქართველოს ხელისუფლება სანქციების პირისპირ | "ოცნების" დეპუტატების დასანქცირებას სულ უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს

გამოქვეყნდა:

სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში სანქციებს უყოყმანოდ დააწესებს. კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი ოლიგარქის ხელისუფლებამ ოფიციალური ვაშინგტონიდან უკვე მიიღო. საახელმწიფო დეპარტამენტი ამ დროისთვის კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა ქვეტექსტების გარეშე განმარტავს, რომ სანქციების ახალ პოლიტიკაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. 

"ქართული ოცნების" ყველა რგოლი ისევ პროპაგანდას იშველიებს და აცხადებს, რომ მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს მხრიდან სავიზო შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა საპირიპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის ინფორმაციით, არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერები, მათი ოჯახის წევრებიც შეზღუდვების ქვეშ არიან. შეერთებული შტატების ვიზა გაუქმებული მაღალჩინოსნებისთვისაც, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე მათი შესვლა აკრძალულია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი