"ოცნებამ" უზენაესის მოსამართლეების კანდიდატების შერჩევა დაიწყო | ხელისუფლებამ პროცესს არასამთავრობოები ჩამოაშორა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას იწყებს. საკანონონმდებლო ორგანოს უკვე გაეგზავნა მოსამართლეობის კანდიდატურები. დღეს ოფიციალურად შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რომელიც წარდგენილი კანდიდატების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას შეისწავლის და კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს. თუმცა სამუშაო ჯგუფი დიდი ალბათობით მხოლოდ მმართველი პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული, რადგან ხელისუფლება ჯგუფის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასმას არ აპირებს, ოპოზიცური პარტიები კი დიდი ალბათობით პროცესში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი