"ხალხის განსჯა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ის "ოცნება" არ იყო" | კონგრესმენი კოენი

გამოქვეყნდა:

"ხალხის განსჯა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ის "ოცნება" არ იყო", - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილეს, კონგრესმენმა სტივ კოენმა ისაუბრა.

საქართველოში 2012 წელს მოვხვდი, ეს იყო დრო, როცა "ქართული ოცნება" ძალაუფლებაში მოვიდა, როცა ბატონმა ივანიშვილმა შექმნა რეფორმატორის შთაბეჭდილება - ეს ოცნება იყო, კარგი ოცნება. ის უკვე 12 წელია, რაც ძალაუფლების სათავეშია, მიუხედავად იმისა, რომ ის არც პრემიერმინისტრია და არც პრეზიდენტი, ის მართავს ყველაფერს... 

ხალხის განსჯა არ მიყვარს, მაგრამ როდესაც ივანიშვილი პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ის "ოცნება" არ იყო. ის ბევრ კორპორატიულ, საქმიან ადამიანს ჰყავდა, რომლებსაც სურთ, ყველაფერს მართავდნენ - ავტოკრატის ტიპს, რომლებიც მთავრობებს უყურებენ, როგორც გზას, გააფართოვონ თავიანთი სურვილები და ინტერესები", - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი