პუტინიზმი საქართველოში და მოახლოებული სანქციები "ოცნების" ლიდერებს | განხილვა და ხმაურიანი განცხადებები კონგრესში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მექანიზმი ამოქმედდა. შეერთებულ შტატებში განცხადებებისა და დოკუმენტების გავრცელების ეტაპი დასრულებულია. კონგრესმენებმა, რომლებიც საგარეო პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებლები, საქართველოს შესახებ სკანდალური ანგარიში მოისმინეს და არანაკლებ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს. მთავარ გზავნილად საქართველოს ხელისუფლებისთვის კონგრესმენ ჯო უილსონის სიტყვები იქცა, რომელმაც ღიად თქვა, რომ "ქართული ოცნება" პუტინს ემსგავსება.

სწორედ პუტინიზმი საქართველოში, ქვეყნის გარუსება - ანუ რუსული კანონი და დემოკრატიის დაზარალება არის მთვარი პრობლემები რომლებზეც დასავლური სამყაროს ლიდერს უახლოეს მომავალში კონკრეტული რეაქცია ექნება. სანქციები გარდაუვალია და უკვე შემოსაზღვრულია იმ ადამიანების წრე, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუმცა ფაქტია და ეს ვაშინგტონში ხმამაღლა ითქვა, რომ გარუსების მთავარი შემოქმედი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი