
დღეს, 6 ივნისს, ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ხუთშაბათიდან კვირამდე ამომრჩევლები ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში მივლენ არჩევნებზე, რათა აირჩიონ ევროპარლამენტის 720 დეპუტატი, რაც გადამწყვეტ როლს ითამაშებს ბლოკის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მიმართულებების ფორმირებაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
პროცესი ოფიციალურად ნიდერლანდებიდან დაიწყო, თუმცა ესტონელებმა ხმის მიცემა ორშაბათს დაიწყეს.
ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია. იმის გამო, რომ არჩევნები იმართება ეროვნულ დონეზე, პროცესი ყველგან ზუსტად ერთნაირი არაა, ხმის მიცემა ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა 1 დღეს გაგრძელდეს, ზოგან რამდენიმე. ყველამ უნდა გამოიყენოს პროპორციული წარმომადგენლობითი სისტემა - სადაც პარლამენტში არჩეული დეპუტატების რაოდენობა პირდაპირ კორელაციაშია იმ ხალხის პროცენტთან, ვინც მათ მისცა ხმა.
იმისთვის, რომ მუშაობა არ გართულდეს, რადგან 720 ევროპარლამენტარი თავის მხრივ ასობით სხვადასხვა შიდა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ეროვნული მთავრობების ლიდერები ქმნიან ალიანსებს ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე - ევროპული პოლიტიკური პარტიები.