ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება სასამართლოზე | კალანდარიშვილის თქმით, იარაღი თავდამსხმელების მოსაგერიებლად გამოიყენა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთზე მსჯელობენ. სასამართლოს ჩვენება მისცა დაკავებულმაც. როგორც იური კალანდარიშვილი ამბობს, მას ორივე პირი სახლში მიეჭრა და საფრთხე შეექმნა მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლეს, რის გამოც, იძულებული გახდა იარაღი გამოეტანა: 

"ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ... იარაღით შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის " ამბობს ბრალდებული.

პროკურატურა კალანდარიშვილისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე მის გათავისუფლებას, რადგან ამბობენ, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავს იცავდა.

საქართველოს პროკურატურამ  კალანდარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი