პირველად ისტორიაში, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს საუკეთესო მეგობარმა დაასანქცირა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბევრი გაფრთხილების და მოწოდების შემდეგ, უმძიმესი ნაბიჯი გადადგა. ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ძალოვანები და კერძო პირები, მათი ოჯახების წევრები სავიზო სანქციების ქვეშ ყვებიან და მათ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.
პირველ ეტაპზე საუბარია 30-ზე მეტ მოქალაქეზე. მათი სახელები არ კონკრეტდება და არ გასაჯაროვდება. თუმცა საჯაროდ კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიის დაზარალებას, ადამიანის უფლებების შელახვას, რუსული კანონის მიღებას და ქვეყნის კრემლის ორბიტაზე გადაყვანის მცდელობას, რაც "ქართულ ოცნებას" უკავშირდება. ამერიკული სანქციები სამუდამოდ იქცა საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ლაქად.