უკრაინა და მოლდოვა EU-ში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებებს გახსნიან | საქართველო პროცესებს მიღმაა დარჩენილი

გამოქვეყნდა:

საქართველოსგან განსხვავებით, ივნისის ბოლოს მოლდოვა და უკრაინა გახსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე. ევროკომისიამ ევროპული ქვეყნების ლიდერებს დაუდასტურა, რომ ორივე ქვეყანამ მიაღწია დასახულ მიზმებს და იმსახურებს მოლაპარაკებების დაწყებას. უკრაინისა და მოლდოვას მიერ შესრულებულ ვალდებულებებში საუბარია პირველ რიგში კორუფციის დამარცხებაზე, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და დეოლიგარქიზაციაზე. საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრებზეა დამოკიდებული და აქ კვლავ მწვავე ხდება უნგრეთის პრემიერის პოზიცია, რომელმაც შესაძლოა დაბლოკოს უკრაინის გაწევრიანება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი