გამოძიება, ხმაურიანი სასამართლო პროცესი და ქალთა აქციები - ბარსელონაში ქართველი ქალის დაღუპვის გამო სამოქალაქო საზოგადოება საპროტესტო გამოსვლებს მართავს. რამდენიმე დღის წინ 33 წლის ქართველი ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. მკვლელობის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით მისი ქართველი ქმარია დაკავებული. მამაკაცის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, თუმცა მეზობლები ადასტურებენ, რომ ტრაგედიის წინ და მანამდეც ბარსელონაში მცხოვრები მიგრანტების ბინიდან ჩხუბის ხმა ხშირად ისმოდა.