
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ( WHO) მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მათი მონაცემებით, ერთ დღეში კორონავირუსით 307 930 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 5 500-ზე მეტით გაიზარდა და მსოფლიოს მასშტაბით 917 417 შეადგინა.
ინფიცირების რაოდენობის ყველაზე დიდი ზრდა ინდოეთში, ამერიკაში და ბრაზილიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.
წინა რეკორდული მაჩვენებელი WHO-მ 6 სექტემბერს აღრიცხა, მაშინ ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 306 857 იყო.