Megobar Act და "ქართველი ხალხის აქტი" კენჭისყრის მოლოდინში | დასავლელი პარტნიორები "ოცნებას" დემოკრატიის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მიერ გადადგმული პრორუსული ნაბიჯების გამო აშშ-მა უკვე გამოაცხადა სანქციები. ახლა
კონგრესში კენჭისყრას ორი დოკუმენტი "MEGOBARI act" და "ქართველი ხალხის აქტი" ელოდება. ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი "ქართულ ოცნებას" დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს და მათ ნაბიჯებს აკრიტიკებს.

"ვფიქრობ, ამ კანონის მიღება უარყოფითი მიმართულება იყო იმის საპირისპიროდ, რომ ყოფილიყო უფრო მეტი ღიაობა, მზაობა დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე მმართველობისკენ. ეს კანონი უნდა გაუქმდეს. სამწუხაროა, რომ მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. ვფიქრობ, ამან დააზიანა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობები," - განაცხადა "ამერიკის ხმასთან" კონგრესმენმა, სტივ კოენმა. 

სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა კი აღნიშნა - "ვფიქრობ იმაზე რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოსა და მსოფლიოში."

"გერმანიის მარშალის ფონდის" წარმომადგენელმა, ლორა ტორტონმა განაცხადა, რომ ის იმედოვნებს აღნიშნული ორივე აქტი გაერთიანდება და სასურველია თუ საქართველოს არჩევნებამდე ამოქმედება. 

"მე ვფიქრობ, ეს ძალისხმევა შესანიშნავია. მიხარია ამის ნახვა, მით უფრო ასე დროულად. არის ორი საკანონმდებლო ინიციატივა, გარკვეულ ეტაპზე ეს ორი აქტი ალბათ გაერთიანდება და იმედია ვნახავთ მათ ამოქმედებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, იდეალური იქნება არჩევნებამდე. ვფიქრობ, ეს საკანონმდებლო პაკეტი ძალიან კარგად პასუხობს იმას, რასაც ქართველი დემოკრატები ითხოვენ," - განაცხადა მან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი