დროებით ოკუპირებულ ცხინვალში "საპარლამენტო არჩევნებს" ესტონეთიც გმობს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "საპარლამენტო არჩევნებს" გმობს ესტონეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება X-ზე გამოაქვეყნა.

"ესტონეთი საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს გმობს. ის 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არღვევს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." - წერს ესტონეთის საგარეო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი