ევროპარლამენტის არჩევნებმა პროგრესული გაერთიანებების პოზიციები გაამყარა. 27 ქვეყანაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მთავარ ძალას 189 მანდატით "ევროპის სახალხო პარტია" წარმოადგენს. მეორე ადგილზე "სოციალისტები" არიან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარუმატებელი იყო წლევანდელი არჩევნები უნგრეთისთვის. პუტინის მოკავშირე ორბანმა ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო და ევროპარლამენტში ყველაზე ნაკლები მანდატით იქნება წარმოდგენილი. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე ევროპარლამენტში ევროკავშირის ცენტრი ყველაზე მძლავრ კოალიციას შექმნის.
ქართველი ოპოზიციონერების შეფასებით, არჩევნების შედეგებმა გააქარწყლა "ოცნებისა" და პრორუსული ძალების მოლოდინები, რომ მათთვის ხელსაყრელი რეალობა შეიქმნებოდა. მათვე თქმით, საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში არაფერი იცვლება და ევროპარლამენტში უმრავლესობაში რჩებიან ის ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას უჭერენ მხარს და რომლებიც თვლიან, რომ "ქართული ოცნება" ამ გზაზე ქვეყნისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.