დიქტატორები სოჭში -კრემლი ლუკაშენკოსგან ყველა ვალდებულების შესრულებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ორი დიქტატორის შეხვედრა სოჭში პუტინის პირობებით დასრულდა. კრემლი მოითხოვს რომ ლუკაშენკომ ოფიციალურ მოსკოვთან აღებული ყველა ვალდებულება შეასრულოს. პუტინი თავის მხრივ დებს პირობას, რომ ბელარუსის პრეზიდენტის დასახმარებლად ყველა რესურსს გამოიყენებს.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპას რუსულ-ბელარუსული მუქარის მესიჯები გაუგზავნა და თქვა, რომ მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ისევ რუსეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იქნება.

სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებებს მძაფრი რეაქცია მოჰყვა ბელარუსში. მოსახელობამ, მათ შორის სტუდენტებმა და მედიკოსებმა ქუჩებში გადაინაცვლეს და კრემლი ბელარუსის სუვერენიტეტის შელახვაში დაადანაშაულეს. დააკავეს ათობით აქტივისტი. ძალოვანებმა აქციის მონაწილეები მანქანებში ძალის გამოყენებით ჩატენეს.

ნებისმიერი შეთანხმება ბელარუსის არალეგიტიმურ ლიდერთან უფუნქციო და ძალადაკარგულია, ასე გამოეხმაურა პუტინ-ლუკაშენკოს მოლაპარკებებს ოპოზციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს ქვეყანაში მიმდინარე აქციები შეახსენა და პუტინს მოუწოდა მოლაპარაკებები მხოლოდ ბელარუს ხალხთან გამართოს 

საპრეზიდენტო არჩევნებიდან 36-ე დღეს ბელარუსში პროტესტი არ წყდება. მოთხოვნა უცვლელია-ლუკაშენკო უნდა წავიდეს!

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი