ხელისუფლების წახალისებული მორიგი ძალადობა | ზუკა ბერძენიშვილზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების წახალისებული ძალადობა და მორიგი სასტიკი თავდასხმა. სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს მოძალადეები საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახალგაზრდას ყბა-სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო პოსტი. შალვა პაპუაშვილი კი უარყოფს, მაგრამ ფაქტია, რომ თავის გზავნილში სპიკერმა ფაქტობრივად პირდაპირ მიანიშნა ადამიანებზე, ვინც შურისძიების სამიზნე უნდა გამხდარიყო. პარალელურად ხელისუფლება არც ძველი შემთხვევების გამოძიებას ჩქარობს და მოძლადეებში დაუსჯელობის განცდას ამძაფრებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი