აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 194 000-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 194 000-ს გადააჭარბა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 6 539 483 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 194 339 ადამიანი გარდაცვლილია, 2 450 184 კი გამოჯანმრთელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მათი მონაცემებით, ერთ დღეში კორონავირუსით 307 930 ადამიანი დაინფიცირდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29 მილიონს აჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი