დიდი გაუგებრობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილმა საჯარო გახადა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოველწლიური ანგარიში ფაქტობრივად შეუმჩნევლად ჩაივლიდა, რომ არა ლილუაშვილის მიერ, სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გაკეთებული კომენტარი. სწორედ მედიასთან საუბარში უპასუხა სუს-ის უფროსმა იმ კითხვებს, რომლებზე პასუხიც საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს. და ამ პასუხებით ფარდა ახადა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყალბ რიტორიკას.
მაგალითები რამდენიმეა. სუს-ის უფროსის განცხადებებიდან ირკვევა, რომ "ქართილი ოცნების" პრემიერმინისტრის ხმაურიანი განცხადება მასზე თავდასხმის მზადების შესახებ, უსაფუძვლოა. ევროკომისრის ნათქვამში, რომელიც კობახიძემ პირდაპი მუქარად მონათლა, სუს-მა ვერაფერი იპოვა გამოძიების წამოსაწყებად. ხოლო "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკა მსოფლიო ომის პარტიასა და მასონურ ლოჟებზე, უსაფრთხოების შეფისთვის საერთოდაც ღიმილისმომგვრელია.