"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, დაუახლოვდნენ EU-ს... მსგავსი ინტეგრაცია მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაშია შესაძლებელი" | ო'ბრაიენი

გამოქვეყნდა:

"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ EU-ს... მსგავსი ინტეგრაცია მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაშია შესაძლებელი", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველო და სომხეთი დაინტერესებული არიან, რომ დაუახლოვდნენ EU-ს და ერთიან ბაზარს, ვფიქრობ, მსგავსი ინტეგრაცია შესაძლოა, მხოლოდ ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში... ეს დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, გვქონდეს სავაჭრო გზა, რომელიც ყაზახეთიდან თურქეთში გაივლის და ხმელთაშუა ან შავი ზღვიდან გამოვა. ეს მარშრუტი შეავსებს უკვე არსებულ მარშრუტს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოში, შავ ზღვასთან გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს. ამ შესაძლებლობას ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს," - განაცხადა ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენის თქმით, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის წინსვლის დრო სწორედ ახლაა, რადგან რუსეთი "უკრაინაშია ჩარჩენილი."

"რუსეთს სურს, განაცხადოს, რომ უკრაინაში როდესაც გაიმარჯვებს დაუბრუნდება კავკასიას, მაგრამ რუსეთი ვერ იმარჯვებს უკრაინასთან და არ ბრუნდება კავკასიაში, როგორც ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო. ახლა დროა, სომხეთის მოქალაქეებმა განაცხადონ, რომ მათ გადაწყვიტეს და სურთ სვლა წინ და არა უკან. ახლა არის წინსვლის შესაძლებლობა, რადგან რუსეთი უკრაინაში არის ჩარჩენილი.

[...]

სომხეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, აწარმოოს გლობალური ვაჭრობა და არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული, ისე, როგორც ახლაა. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომლებიც, ასევე მრავალმხრივ ეფექტურები და კონსტრუქციულები არიან. ჩვენ ვითანამშრომლებთ ორივე მხარესთან. მოხარულები ვიქნებით, დავეხმაროთ ფინანსურად ან კომპანიებთან თანამშრომლობით, რათა სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, მათ ისარგებლონ მშვიდობიანი რეგიონის შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერი შესაძლებლობით სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს," - აღნიშნა ო’ბრაიენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი