ელჩების დანიშვნის შეფერხება - საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან ინფორმაციას, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ში ელჩად დანიშვნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელს არ აწერდა. უწყებამ ამის შესახებ "მთავარ არხს" მისწერა:
საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ქვეყნებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად ხორციელდება დანიშვნა იმისათვის, რომ არ შევაფერხოთ დიპლომატიური წარმომადგენლობების სრულყოფილი საქმიანობა. როგორც მოგეხსნებათ, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა არაკონსტრუქციული ქმედებებს, როდესაც იგი ხელოვნურად აფერხებდა ელჩების დანიშვნის პროცესს, რაც მათ შორის აისახებოდა ცალკეულ ქვეყნებში საელჩოების ეფექტიან ფუნქციონირებაზე, - წერს საგარეო.