"ეს რუსული ნაციზმია, იგივე მესიჯებია, რაც ჰიტლერს ჰქონდა" | ზელენსკი პუტინის პირობებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი პუტინის წამოყენებულ პირობებს ომის შეწყვეტაზე, იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გამოეხმაურა. SkyTG24-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პუტინის წინადადებები ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა, რომელმაც ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა მეზობელ სახელმწიფოებს. 

"ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდებიან წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია.

ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი - და ეს ყველაფერი დამთავრდება“.  ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია." აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, პუტინის განცხადებები, რომ ომი დასრულდება უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიით, სანდო არ არის და ის ამაზე არ გაჩერდება.

"პუტინი იმავე გზას მიჰყვება [რასაც ჰიტლერი]. დღეს ის უკვე ოთხ რეგიონზე საუბრობს, მანამდე კი ეს იყო ყირიმი და დონბასი." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

პუტინმა დღეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობად დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უკრაინის ჯარები გაყვანა დაასახელა. მეორე პირობად კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი