ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ დააწესებენ ყოველდღიურ "ტაქტიკურ პაუზებს" სამხედრო აქტივობებეზე ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების მარშრუტებზე "ჰუმანიტარული დახმარების მოცულობის გაზრდის მიზნით".
პაუზის ამოქმედება დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე იგეგმება და ეს მოხდება ყოველ დღე შემდგომ შეტყობინებამდე.
IDF ამბობს, რომ გადაწყვეტილება გაეროს ოფიციალურ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
გაეროს სააგენტო პალესტინელი ლტოვლიებისთვის - UNRWA აცხადებს, რომ 50 000-ზე მეტ ბავშვს ესაჭიროება მწვავე არასრულფასოვანი კვების გამო მკურნალობა და რომ მათი გუნდები დაუღალავად მუშაობენ, რათა ოჯახებს დახმარება მიაწვდინონ, მაგრამ სიტუაცია კატასტროფულია.