მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ საქართველოს გვერდით დგანან მაშინ, "როდესაც ისინი ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ მიისწრაფვიან".
"ბურგენშტოკში მე ასევე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, რათა დამედასტურებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის დემოკრატიისა და ევროკავშირის მისწრაფებებისადმი. ვდგავარ საქართველოს გვერდით, რადგან ისინი ისწრაფვიან ნათელი, დემოკრატიული მომავლისკენ", - წერს სანდუ.