ოცნების დეპუტატები "მთავარ არხსა" და მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:


"ქართული ოცნების ლიდერებმა" დღევანდელ საპარალამენტო სხდომაზე, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, დრო ოპოზიცურ მედიასა და კვლავ მიხეილ სააკაშვილზე საუბრს დაუთმეს.

გია ვოლსკიმ კრიტიკა ოპოზიცურ მედიას მიუძღვნა. ვოლსკის არც მიხეილ სააკაშვილი დავიწყებია - "რაღაც მანია გრანდიოზა აქვს ამ ადამიანს"  - თქვა ოცნების დეპუტატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. 

"მაინტერესებს, რომელ ტელევიზიას მიიჩნევთ, როგორც "ქართული ოცნებისათვის" არაკომფორტულს. ტელევიზია ჰქვია "მთავარ არხს"?! თუ "ფორმულაა" ტელევიზია" - თქვა ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელის ლადო კახაძის გამოსვლა სიძულვილის სიყვარულით დამარცხებას შეეხებოდა: 

"21-ე საუკუნეში საშინელება აღმოვაჩინე, თითქმის განუკურნებელი, ვერაგი ვირუსი – სიძულვილის ვირუსი, რომელიც კორონავირუსზე გაცილებით უარესია. გესლიანია, შხამიანია და მხოლოდ ამ სიძულვილის ვირუსით დაავადებულ ტვინს შეუძლია ხელი აღმართოს ოჯახზე, შეეხოს და წაბილწოს ოჯახის სიწმინდეები, უარყოს ოჯახში ჩაბუდებული რწმენა და სიყვარული, სითბო, ერთგულება, მსახურება, მიტევება, დათმობა, კულტურა, ტრადიცია, ადათი. მაგრამ ამ ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაც ვიპოვე – სიყვარული." - თქვა დეპუტატმა კახაძემ. 


"საქართველოს გადარჩენა არც ნატო-შია და არც ევროკავშირში, არც დასავლეთში და არც ჩრდილოეთში, ჩვენი გადარჩენა მხოლოდ ქრისტესთან ერთობაშია  " - ამ სიტყვებით საპარლამენტო ტრიბუნაზე დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია გამოვიდა. 

შეგახსენებთ, დეპუტატი ერქვანია ღმერთს პირველად არ ახსენებს, მან თავი ასევე დაგვამახსოვრა შემდეგი სიტყვებით: 

"რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ?! თუ რა ხდება, ვერ გავიგე?! გახარია საპონი და ატისეპტიკი გადაგვარჩენს?! წარმოუდგენელია ამის გაკეთება...ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ადამიანების ლოცვას შეისმენს უფალი. დაფიქრდით და თუ ეს შეეხება ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების შეზღუდვას, არ დაუჭიროთ მხარი”

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი