მთავრობის წარდგინება საფრანგეთში ელჩისა და NATO-ში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტს არ მიუღია | ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობის წარდგინება საფრანგეთში საქართველოს ელჩისა და NATO-ში საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს არ მიუღია. ადმინისტრაციამ აღნიშნული პასუხი დეპუტატ თეონა აქუბარდიას გაუგზავნა, რომელმაც ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით უწყებას სადეპუტატო კითხვით მიმართა.

პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველო პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არ გამართულა წინასწარი კონსულტაციები ელჩების კანდიდატურების შერჩევისა და კანდიდატურებზე შეთანხმების თაობაზე. 

ცნობისთვის, 13 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციიდან "მთავარ არხს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია ელჩობის კანდიდატების სია, თუმცა მათ შორის, არ არის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელი და გვარი, რომელიც NATO-ში ელჩად განიხილება. მანამდე "მთავარს" ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უთხრა, რომ "პრეზიდენტი არ აწერს ხელს წარდგენილ ელჩებს". 

ცნობისთვის, ბურჭულაძემ თებერვალში თქვა, რომ მაშინ ახლად დანიშნული პრემიერისგან, ირაკლი კობახიძისგან შემოთავაზება მიიღო, განეხილა NATO-ში ელჩობის თანამდებობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი