TOP-10 უწყება საქართველოს მთავრობაში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსება მიუღია - ჩამონათვალს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემები 2019-2024 წლებს ასახავს.
ასევე, დირექორატი წერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო - გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2019-24 წლების პერიოდში, საჯარო დაწესებულებებმა ევროკავშირისგან 517,82 მილიონი ევრო მიიღო, რაც Covid-პანდემიისას გაცემულ 75-მილიონიან სესხსაც მოიცავს. სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონი ევროთი დაფინანსდა, კერძო სექტორი კი 6,1 მილიონი ევროთი.
"ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია "უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო", - წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი და მონაცემებ აქვეყნებს: