"რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება" | 20 ივნისს ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

გამოქვეყნდა:

20 ივნისს, ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს სახელწოდებით "რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელება". შეხვედრაზე იმსჯელებენ საქართველოში მიღებულ კანონზე და ქვეყანაში დემოკრატიის გამოწვევებზე.

აღონისძიების აღწერისას კომისია წერს, 2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც არაერთხელ იყო გამოყენებული დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შესავიწროვებლად, ორგანიზაციების დახურვისა და მოწინააღმდეგეთა დასაპატიმრებლად.

კომისია ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, "სხვა ქვეყნებში გავრცელდა რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონები", რომლებიც გამართლებულია როგორც უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის საჭირო, "სინამდვილეში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის".

ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ "მთავრობები ტყუილად აცხადებენ, რომ მათი კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში", რომლებიც შეიქმნა ფარული უცხოური გავლენის გამჭვირვალობისთვის და მიემართება პროპაგანდასა და მავნე უცხოურ გავლენას.

"ამ ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს ამდენი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების შევისწროებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთზე და უნგრეთზე", - წერს კომისია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი