ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. შეხვედრა 24 ივნისს არის ჩანიშნული. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი  "მთავართან" ამბობს, რომ განიხილება დოკუმენტი იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ბლოკმა შესაძლოა გადადგას. დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე საფეხურს, მათ შორის ინდივიდუალურ სანქციებს, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას   და საქართველოს  ევროკავშირში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

"ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და ლიდერები საქართველოს შესახებ მომზადებული ოფიცების დოკუმენტს განიხილავენ. ეს დოკუმენტი რამდენიმე საფეხურს მოიცავს, რაც ქვეყნის მიმართ განხორციელდება. პირველია დაფინანსების შეწყვეტა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, მეორე თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, დაწესდება ინდივიდუალური სანქციები, მოხდება ვიზების შეჩერება დიპლომატური პასპორტებისთვის, ასევე სამხედრო დახმარების შემცირება და ბოლოს რაც ყველაზე მძიმე იქნება არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა შეწყდება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდება", - ამბობს იოზვიაკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი