კანცელარიასთან მილიონი კამერაა, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, დაზარალებულად არ მცნეს | ელისაშვილი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებიდან 2 თვის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელსაც 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე სამართალდამცავებმა სცემეს დაზარალებულის სტატუსი ისევ არ აქვს. მისივე თქმით, არავისთვის წარუდგენიათ ბრალი და კამერების ჩანაწერებიც კი არ ამოუღიათ.

"არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, არანაირი, თავს იგდებენ და იშტერებენ, რომ ვითომ რამეს აკეთებენ. სახელმწიფო კანცელარიასთან მოხდა ეს ამბავი, როცა ათეულობით პოლიციელი დამესია, სახელმწიფო კანცელარია ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, მილიონი კამერაა გარშემო და ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, აი წარმოგიდგენიათ?! ვერ გაარკვიეს ვინ მირტყამდა, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს, ვინმე რომ დააკავეს და გამოავლინეს ხომ ზღაპარია", - ამბობს ელისაშვილი.

11 ივნისს თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილის. შემთხვევა წესით დაფიქსირებულია ადგილზე დაყენებულ კამერაზე, რომლის ჩანაწერებიც, აქტივისტის თქმით, ამოღებული არაა. ბერძენიშვილს ახსოვდა მანქანის ნომრების, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ.

"დღემდე ვერც ერთი კამერის ჩანაწერი ვერ მოიპოვეს და აქ რაღაც მიზეზებად ხან კერძო პირები სახელდება, ხან სასამართლო. ერთადერთი რაც ქნეს, ისევ ჩემი ნივთები წაიღეს, სკუტერი ჩამომართვეს უკვე მეორედ და ჩაფხუტი წაიღეს, ალბათ შემდეგი თავდასხმის დრომ რომ თავზე არ მეხუროს, არ ვიცი. სხვა ამოღებული რამე, ნაპოვნი, ან მანქანის ნომრით არაფერი არ არის. გამოძიებისთვის გვაქვს ინფორმაცია და მასალა, რომელსაც ვაწვდით და ხდება დოკუმენტირება იმისა, თუ როგორ არ გამოიძიებენ ამ საქმეს", - ამბობს ბერძენიშვილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი