"რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები დიდწილად ემთხვევა ან ახლოსაა" | პუტინი ჰანოიში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ვიეტნამში ჩავიდა მის კომუნისტ ლიდერებთან მოლაპარაკებებისთვის, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ. 

პუტინი შეხვდა მის კოლეგა ტო ლამს  ჰანოიში და თქვა, რომ დაინტერესებულია ორ ქვეყანას შორის "ტრადიციულად მეგობრული" ურთიერთობის გაძლიერებით.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები დიდწილად ემთხვევა ან ახლოსაა", - თქვა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, ვიეტნამის პრეზიდენტმაც თქვა, რომ მოსკოვთან კავშირების გაღრმავება სურს. მისი თქმით, პარტნიორობის გაძლიერება "ერთ-ერთი პრიორიტეტია". 

პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებების სერიას განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი